მარიკო ჭყონია, ჯგუფში, სასოწარკვეთილი მომხმარებელი, წერს:
“Tbilisi Sea Club • თბილისის ზღვის კლუბი ერთი კვირის წინ ჩემი შვილი დაგვეხრჩო აუზში წამებში მოხდა ყველაფერი, არანაირი საციცოცხლო ნიშნით ამოვიყვანეთ აუზიდან.მაშველები ყავთ და პირველადი დახმარებაც არ შეუძლიათ. სასწრაფომ გვიშველა გზაში აუმუშავეს გული. დღეს ზუსტად ამავე აუზში 4 წლის ბავშვი ჩავარდა მაშველებმა ისევ ვერაფერი ვერ ქნეს.ეხლა ზუსტად იმ რეანიმაციაში წევს სადაც ჩემი შვილი იწვა. გამწარებული მამა მიბრუნებულა აუზზე კამერების ჩანაწერებს თხოვდა აქეთ გალანძღეს და რა არ აკადრეს იმის მაგივრად მოეკითხათ მაინც ბავშვის მდგომარეობა!დასახურები ხართ!იმედია არასდროს არავინ აღარ მოვა თქვენთან!!!!!!!”
ჯგუფის ადმინისტრატორი, ჟურნალისტი, ნინო ჟვანია, წერს:
“პოსტი დავადასტურე რადგან პორადად ვიცნობ ოჯახს რომელზეც ამ პოსტში წერია და კიდევ მსუბუქადაა აღწერილი რაც იქ მოხდა რეალურად. აუზებზე არ ყავთ პერსონალი ვინც პირველადი დახმარების გაწევა იცის. ეს არ ეხება ერთ აუზს. მასობრივად დაუცველები ვართ და არ არის არანაირი წესი, ნორმა, უსაფრთხოება პლიუს კიდევ თანამშრომლების თუ ხელმძღვანელის ადეკვატურობა. ხალხი გარდა იმისა რომ ელემენტარულად გონზე არაა არაფრის ისე მართავენ საკუთარ ბიზნესს თან უბრალოდ არაადამიანებიც არიან. დეტალებს სხვა დროს დავწერ.”
იმ შემთხვევაში, თუ თბილისის ზღვის კლუბი კომენტარს გააკეთებს, მასალა განახლდება.
კომენტარები