ბლოგერი, უჩა აბაშიძე:
“რუკაზე რეკოგნისცრება მოახდინეს მიმართულების…
კი, შეიძლება სპეციალურად “სხვა მხრიდან” მიფრენა, მარა რატო?
განსაკუთრებით როცა 500+კმ-ზე მიფრინავ, ეგეთ მაიმუნობებს აღარ და ვეღარ შვები (არ გაქვს კონტროლი და წინასწარ უნდა ჩაუდო “გეგმა” რო ასე ქენიო და ტყუილად უნდა იბზუილოს მოსკოვის თავზე და გარისკო რო ჩამოგიგდებენ)
გავიმეორებ – ჩემი აზრით, 99% არის ჩვეულებრივი კომერციული დრონი, რომელსაც მიაბეს კუსტარული ასაფეთქებელი, რომელიც ააფრინეს არაუმეტეს 5კმ-ის რადიუსიდან
რომელსაც ნამდვილად მართავდა ოპერატორი (და რო აცდა დროშას, ააფეთქა დისტანციურად)
და ჩემი პირადი აზრით არ არის კრემლის-ვე ორგანიზებული, იმიტო რო კრემლი ძაან დაიბნა და ძალიან ძალიან დიდი ხნის მერე ირეაგირა და ძალიან “აბნეულად”
თვითონ რო დაეორგანიზებია, გვექნებოდა ჰოლივუდი უკვე.”
კომენტარები