პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიების საახალწლო მიღებაზე მიწვევას გამოეხმაურა და თქვა:
„ჩემი აზრით, ხვალ არანაირი საერთო მაგიდა არ იქნება და ალბათ არც უნდა იყოს, რადგან ურთიერთმიუღებლობა იმდენად მაღალ ფაზაშია, რომ ჯერ ელემენტარული გამარჯობის დონეზეა საჭირო ურთიერთობების დამყარება. მე ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ პროცესს, რადგან ჯერ ვერ ვხედავ ვერც პოლიტიკურ სიმწიფეს და გავლენას.
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გავლენა არ არის იმხელა, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი, მაგრამ თვითონ ის პროცესი, რომელზეც იგი საუბრობს, არის მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელი“
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის ხვალ, 19.00 საათზე საახალწლო მიღებას გამართავს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.
კომენტარები