ნიკა გვარამია ყოფილ სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. როგორც “რეაქციაში” გვარამია ამბობს, ნინო ლომჯარიასთან მოლარაპაკებები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ გუნდში იყვნენ. გვარამიას თქმით, ლომჯარია არის ის, ვისაც ჩრდილოვან კაბინეტში წარმოიდგენს.
ჩემი დიდი სურვილია, რომ ნინო ლომჯარია იყოს იქ, სადაც მე ვიქნები, ან მე ვიყო იქ, სადაც ნინო იქნება. მისაუბრია ნინოსთან ამ საკითხზე, მას გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, ვასახელებ აქ იმიტომ, რომ ხაზი გავუსვა იმას, რა არის ჩემი ინტერესი და დაინახონ, როგორი ხალხი მომწონს მე ინდივიდებში და ვის მიმართ მაქვს ნდობა ყველაზე უფრო მარალი პოლიტიკური თანამდებობების ჩრდილოვანი კაბინეტის მიმართულებით. ნინო არის მათ შორის დანამდვილებით,“ – ამბობს გვარამია.
კომენტარები