დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე:
“მეხუთე წელია რაც ჩემი ძმა უკანონო პატიმრობაში, პარალიზებულ მდგომარეობაში, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ტყვეობაში იმყოფება! გაუყალბეს საქმის მასალები! დახურეს სასამართლო სხდომები! ადვოკატებს გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს და საჯაროდ საუბარი აუკრძალეს, მაშინ როდესაც პროკურატურა რასაც უნდოდა იმას იძახდა! ჩაუდეს ციანიდი! მიუგზავნეს აგენტ-პროვოკატორი! სამწუხაროდ მაშინ თითქმის ხმა არავინ ამოიღო და ღიად არავინ დაგვიდგა ოპოზიციური პარტიებიდან! ერიდებოდნენ საპატრიარქოს!
ადრეც ვიძახდით ამა თუ იმ დანაშაულებების თაობაზე! ეხლა ვთხოვ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვთხოვ მთელ საზოგადოებას! ნუ დავრჩებით გულგრილნი ბავშვების მიმართ! ხმა ავიმაღლოთ დანაშაულებრივ ბოროტებაზე! ნურც მოგვირიდება და ნურც გვეშინია! ვიმეორებ! ეს არ არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა! ეს არის ბოროტების განდევნა ეკლესიიდან და დამნაშავეების დასჯა!!!”
თორნიკე მამალაძე, ხატია დეკანოიძის წერილსაც აკომენტარებს:
“ჩემი ძმა ზუსტად ასეთ საქმეებს შეეწირა და თავის დროზე სპირიდონმა და სპირიდონის მსგავსმა ეპისკოპოსებმა გადაუარეს ჩემ ძმას, რადგან ამ დანაშაულებებზე დაიწყო საუბარი. სასამართლო მაგიტომ დახურეს ჩემი ძმის, რადგან სხდომაზე ერთ-ერთ ფაქტზე საუბრობს. გეთანხმებით, სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს, მაგრამ მანამ, სანამ გამოძიება დაადგენს რაიმეს, მანამ პატრიარქმა მინიმუმ მღვდელმსახურება უნდა აუკრძალოს და იმ პანსიონატის დირექტორობიდან ჩამოაშოროს.”
კომენტარები