ბიძინა ივანიშვილი ,,იმედთან” ინტერვიუში აცახდებს:
,,თუ არ მოკვეთე სიმსივნე, ის გავრცელდება.
არადა, ოდესღაც, დაძაბუნდება ორგანიზმი – ქართული ოცნებაც ამოუვიდათ ალბათ ხალხს ყელში, 12 წლის მანძილზე, რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო დემოკრატიულ სახელმწიფოში, ძალიან რთულია, ჩემი გვარის გაგონება, მე თვითონ მომეწყინა უკვე…
…არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი [ენმ] ავკრძალოთ და მოვაშოროთ. ჩვენ თუ ვერ ავიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მარტივი უმრავლესობის მიღება, ჩვენ საერთოდ რომ გავჩერდეთ ამ ტელევიზიის მერე და ქართულმა ოცნებამ საერთოდ შეაჩეროს მოძრაობა, იმდენ დეპუტატს, რამდენიც ჩვენ დღეს გვყავს პარლამენტში, ყველა შემთხვევაში ვღებულობთ, ყველანაირი რეიტინგით, არანაირი პრობლემა არაა” – ამბობს ქართული ოცნების საპატიო თავჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი
კომენტარები