იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში მოსამართლე მადონა მაისურაძის შემთხვევას ეხმაურება:
„მოსამართლე მადონა მაისურაძემ დღეს დაწერა, რომ მისი პოზიციის გამო ქმარს (რომელიც საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მუშაობდა) სამსახურის დატოვება მოუწია.
მადონა მაისურაძე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას არ ეწინააღმდეგება, რადგან მას ნათქვამი აქვს, რომ: “მზად ვარ ჩემი კეთილსინდისიერება გადაამოწმონ”. დღესაც იგივეს იმეორებს.
ამის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ გიორგი ებანოიძე, რომელმაც მოსამართლეთა კონფერენციაზე “დააზუსტა” მისი პირვანდელი განცხადება. მთავარი ისაა, რომ თავდაპირველად ის არ გამოხატავდა წინააღმდეგობას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების თაობაზე, მოგვიანებით მის მიერ გაკეთებული განმარტებები სხვა არაფერია, თუ არა პოზიციის შეცვლა. რამ ან ვინ აიძულა, რომ პოზიცია შეეცვალა? აქვე დავამატებ, რომ ჩემი ინფორმაციით, გიორგი ებანოიძის ცოლიც სასამართლოში მუშაობს.
ჩნდება კითხვა, ეჭვიც და ვარაუდიც:
მოსამართლეებს ოჯახის წევრებით აშანტაჟებენ?“
კომენტარები