“დროს” ლიდერის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებში ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იღებდა მონაწილეობას.
როგორც ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობა “აბსოლუტურად წითელი ხაზია”. ოპოზიციონერი არ მალავს რომ ყოფილ ძალოვანთან “მძიმე დამოკიდებულება მაქვს”.
„ჩემი ინფორმაციით, მერაბიშვილი მთელს ამ პროცესში იღებდა მონაწილეობას, მე მაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, პერსონალურადაც ძალიან მძიმე დამოკიდებულება მის მიმართ და მასთან პოლიტიკური მომავლის დაკავშირება არის სრულიად გამორიცხული. ამას ძალიან მკაფიოდ ვიტყვი – აბსოლუტური წითელი ხაზია”- განაცხადა დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” პოლიტიკოსმა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” კომუნიკაციაზე უარს არ ამბობს. “დროას” ლიდერი ასეთ საკითხებს შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ევროპული მომავლის გადარჩენას ასახელებს:
ჩვენ სამივე პარტიას აბსოლუტური თანხმობა გვაქვს, რომ სტრუქტურუკლი თანამშრომლობა, რაღაც საერთო სიაზე ლაპარაკი არ გვექნება. არ მგიონია, რომ კომუნიკაციაზე ვინმე ამბობდეს უარს, მათ შირის “გირჩთან” და “სტრატეგია აღმაშენებელთანაც” მქონდა ამაზე საუბარი. მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის ის თემა, რაზეც ბუნებრივია, კომუნიკაცია იქნება. ევროპის საკითხი არის ის თემა, რომელზეც გარკვეული კომინიკაცია იქნება. რაც შეეხება სტრუქტურულ თანამშრომლობას, ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ”- დასძინა მან.
ელენე ხოშტარის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა ხელმძღვანელობამ პოლიტიკურ ლანდშაპტში საკუთარი თავი უნდა დაიმკვიდროს.
ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა დაიმკვიდროს თავი, გვანახოს რა არის მისი ხედვა, არის თუ არა ჩრდილოვანი მმართველობა, როგორ უყურებს ზოგადად კოალიციებს, რა დამოკიდებულება აქვს. მათ დასამკვიდრებელი ექნებათ თავი და ურთიერთობა. ჩემთვის მიხეილ მიხეილ სააკაშვილის საკითხი ამ ყველაფრის მიღმა დგას, ეს არის ადამიანის, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა, რომელიც ჩვენ ევროპულ პერსპექტივას პირდაპირ უკავშირდება”- დასძინა ელენე ხოშტარიამ.
კომენტარები