,,ჩემი ინფორმაციით, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 18:00-საათიანი “მოამბიდან” ჩახსნილია“ – რას ამბობს წამყვანი?

907 ირაკლი აბსნაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: ,,ჩემი ინფორმაციით, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 18:00-საათიანი “მოამბიდან” ჩახსნილია და ხვალიდან მის ნაცვლად გამოშვებას შტრეიკბრეხერები წაიყვანენ. გამიხარდება, თუ წყარო ცდება”. ,,ფორმულას” კითხვას, გაანთავისუფლეს თუ არა ,,მოამბის” წამყვანი, ივანოვ-ჩიქოვანი ასე პასუხობს: “მენეჯმენტისგან ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ ვიცი, შესაბამისად, ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ. უნდა შევხვდე, მე თვითონაც მაინტერესებს საკითხის გარკვევა. ველოდები კომუნიკაციას”