ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ ხელმძღვანელზე, თამარ კინწურაშვილზე წერს:
“ამხანაგი თ. კინწურაშვილი ჩვეულებრივი მედია -ზონდერია, კონკრეტული პარტიის საყვირი და დასაყრდენია. მას ერთადერთი ამოცანა აქვს, ჩაახშოს განსხვავებული აზრი. ვინც მისთვის და მისი ფავორიტი პარტიისთვის მიუღებელია, ყველა გამოაცხადოს რუსეთის აგენტად.
ამავდროულად, ქალბატონი მედია- ზონდერი მიზანმიმართულად ეძებს “აგენტებს”, რომ არ შეუწყდეს დაფინანსება უცხოური ორგანიზაციებიდან. თორემ თუ “აგენტურა” არაა, ამხანაგი კინწურაშვილი ვის რად უნდა?! ვითომ პროდასავლურია, სინამდვილეში ჩვეულებრივი ჩეკისტია.
კინწურაშვილის “საქმიანობა”,- ესაა ანტიჟურნალისტიკა, ვიმეორებ: ის მედია- ზონდერია და ვერასდროს დაიცავს ვერც ჟურნალისტის უფლებებს და ვერც ჟურნალისტურ ეთიკას. მას ერთადერთი ეთიკა აქვს- გაანადგუროს არასასურველი ადამიანები.
დიდი ხანია მინდა დრო დავუთმო ამ ცნობილ გარეწარს და ახლა აუცილებლად ვისარგებლებ ჩემი თავისუფლებით. შენ გაჩვენებთ, როგორ უნდა საქართველოს სოციალურ ქსელზე გაბატონება. არჩევნების დროს ჩემი ძმისშვილი მიჭერდა მხარს და ჩემს პოსტებს აზიარებდა.
ჰქონდა პატარა მედია- პროექტი და სრულ ბლოკირებაში მოაქცია. ჩემი ძმისშვილი მე დამიჭერდა მხარს, აბა, კარლო ჭუჭულაშვილის მხარდამჭერი ხომ არ იქნებოდა?! ამ ჩეკისტების დედამ მთელი საქართველო არ გაააგენტა?! მოვიდა დრო, პასუხი გავცეთ წითელ ეშმაკებს-ბოლშევიკუნებს. არ ამოიდგეს ენა ამხანაგმა ჩეკისტებმა?!”
კომენტარები