პარტია „საქართველოსთვის“ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს და თავისი გამბედაობით მაგალითს მისცემს. ოცნებას რაც შეეხება, გაიხრწნა, ნუღა ელოდებით მათგან ადეკვატურ კომენტარებს, მითუმეტეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. ხომ ხედავთ ადამიანის დაცვის იდეით მოსული ხელისუფლება სადამდე მივიდა – 10 წლის თავზე მიიღო გამორჩეულად მძიმე ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტისგან, არც ერთი პოზიტიური შეფასებით არც ერთი მიმართულებით. უფრო დამძიმდება მდგომარეობა და რაც უფრო დამძიმდება, უფრო მძიმედ დაამთავრებენ.“
კომენტარები