ქართული ოცნების ჩოხატაურის მერობის კანდიდატი, დავით შარაშიძე ვანისა და ზომლეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან განაცხადა:
წარმატებული შეხვედრები გვქონდა ვანსა და ზომლეთში.
ჩვენი თანამოქალაქეები მადლიერებით საუბრობდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირებულია – დაიგო ასფალტისა და ბეტონის საფარი. გაიხსნა საბავშვო ბაღი. სოფლები სრულად გაზიფიცირებულია. დაწყებულია ქუჩის განათების მოწყობა.
თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. წყლის მიწოდება არასტაბილურია, მოსაწესრიგებელია შიდა სასოფლო გზებიც, მეწყერსაშიშ უბნებში დამცავი ჯებირებისა და კედლების მოწყობის აუცილებლობაა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაციით, ჩვენი თვითმმართველობის ძალისხმევით, თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობით, დავგეგმავთ სამომავლო პროექტებს და ერთად განვახორციელებთ.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!
#განვითარებაყველარეგიონს
კომენტარები