თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშია, პალიტრანიუსთან, პასუხობს კითხვას, არის, თუ არა თეა წულუკიანის ფავორიტი და შესთავაზა თუ არა წულუკიანმა უნივერსიტეტის რექტორობა და ამბობს:
“როგორ გითხრათ… ის რაც მედიაში გავიდა და რა ქარგაც შეიქმნა – ერთი სიტყვა არ არის იქ მართალი. მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ქალბატონ თეას, თუმცა, რუსთაველის ეროვნულ–სამეცნიერო ფონდი, სადაც მე ვმოღვაწეობდი, სტრუქტურულად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშია, უბრალოდ შეეშალათ, კულტურის სამინისტროშიცაა მსგავსი ფონდი და მოხდა ამათი აღრევა.კოლეგები მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს, როცა ბატრონმა გიამ გადაწყვიტა სხვა პოზიციაზე გადასვლა.”
იგი საუბრობს უნიუვერსიტეტს წინა რექტორზე და ამბობს რომ იგი საკმაოდ სერიოზულ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.
ცნობილ სკანდალზე, როცა გაირკვა რომ უნივერსიტეტის ბუღალტერი დაიჭირეს ათეულობით ათასი ლარის ქურდობისთვის, ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ ბუღალტერი მარტო მოქმედებდა და არათუ რექტორი, დეპარტამენტის ხელმძღვანელის დანაშაულიც კი არ იკვეთება.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ კონკურსზე მხოლოდ მისი განაცხადი იყო წარმოდგენილი, ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ შეეძლო, რომელიმე კოლეგისთვის ეთხოვა, მასაც შემოეტანა განცხადება და “დემოკრატია ეთამაშათ”, მაგრამ “არ ყოფილა ასე.” იგი თვლის, რომ პირიქით, სწორედ ისაა დემოკრატიულობის დარღვევა, როცა საუბრობენ, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ ერთი განაცხადი იყო წარმოდგენილი.
ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის კითხვას, როდესმე ოპოზიციურად განწყობილი პირი აურჩევიათ რექტორად, თუ არა, ჯაბა სამუშია ასე პასუხობს:
“არ ვიცი, არ მახსენდება… “
კომენტარები