მუსიკალურ ბიზნეს კომპანია “ბრავო რექორდსი”-ს”პრეზიდენტი, ზაზა შენგელია:
“ჩემი პროგნოზი ასეთია: პუტინი უკრაინაში შეიჭრება 23 თებერვალს, საბჭოთა არმიისა და ფლოტის დღეს…
ამას მოჰყვება და აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მოჰყვეს დასავლეთის მხრიდან უმკაცრესი და უმძიმესი სანქციები პუტინის რეჟიმის მიმართ…
და თუკი ეს სანქციები ამერიკის, ბრიტანეთის, ნატოს და ევროკავშირის მხრიდან კოორდინირებულად და სწორად გატარდება, ეს უმოკლეს ხანში უმძიმეს სიტუაციაში ჩააგდებს რუსეთს და შესაძლოა თავად მისმა უახლოესმა გარემოცვამ (ყველამ ვიხილეთ პუტინის და რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის, ნარიშკინის აზრთა სხვადასხვაობა უშიშროების საბჭოს სხდომაზე) და პლიუს დასავლეთის ბანკებში ანგარიშგაყინულმა ოლიგარქებმა კრემლის შიდა გადატრიალებით მოიშორონ პუტინი (რაც საუკუნეების მანძილზე ბევრჯერ მომხდარა კრემლის კედლებში), თუკი ეს უკანასკნელი მანამდე ატომური ბომბის გასროლას ვერ მოასწრებს და იმედი მაქვს, რომ “ვერც მოასწრებს”…
P.S. სრული სერიოზულობით – პუტინი საღ აზრზე აღარაა, ეს დღეს აშკარად გამოჩნდა, გაბერილი აქვს რეალურად.”
კომენტარები