გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე განაცხადა:
„დღეს წავრდგები კომიტეტის წინაშე. გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. მე ვარ ჩემი პროგრამით მოსული. კომიტეტთანვაპირებ ვისაუბრო იმ მიმართულებაზე და იმ ხედვაზე, რაც მე გამაჩნია პროკურატურის რეფორმირების გზაზე. ასევე პასუხს გავცემ კომიტეტზე დასმულ ყველა კითხვას. კომიტეტის შემდეგ მზად ვარ მასმედიის კითხვებს გავცე პასუხი“
კომენტარები