მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,- ვის შეიძლება გაკვირვებოდა ჩემი გუშინდელი ვიზიტი “ქართული ოცნების” შეხვედრაზე, რა თქმა უნდა არც არავის.
ვინ შეიძლება გაბრაზებულიყო ამით. რა თქმა უნდა ნაცების მედია, რომლის ერთ – ერთი სამიზნეც მე გავხდი.
მართალია შეიძლებოდა უფრო კორექტული ვყოფილიყავი, თუმცა როდესაც შენი ქვეყნის გაცხადებულ მტრებს პირისპირ ეჩეხები და ისინი პასუხს გთხოვენ, რატომ დგახარ მშვიდობის მხარესო, რატომ არ გინდა ომიო და პასუხს გთხოვენ ამის გამო, ძალიან რთულია დამერწმუნეთ ემოციების შეკავება.
თუმცა რაც არ გვკლავს გვაძლიერებს და მე დღე ჩემი ქვეყნის მტრების ეს ისტერიული “ოხვრა-კვნესა” მარწმუნებს იმაში, რომ სწორ ადგილას ვდგავარ, იქ სადაც ჩემს სამშობლოს და ხალხს სჭირდება. “??✊”
კომენტარები