ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:
“ჩემი სამეგრელო იუმორის ჭრილში – მონამდვილო ამბები
აბაშაში ერთი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი იყო, “სტოლიპინს” ეძახდნენ, რადგან გამოსვლისთანავე აპატიმრებდნენ და ე.წ. “სტოლიპინის ვაგონით” უწევდა ეტაპით გაგზავნა – აციმბირებდნენ ხოლმე.
ერთი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მეტსახელად “წეროს” შვილის ქორწილში დაპატიჟეს ოჯახთან დაახლოებული პირი, მეტსახელად “ყვარია” (“ყვავი”). აფრინეს მაცნე ოჯახში. როცა მაცნე მივიდა, სახლში “ყვარიას” მოხუცი დედა დახვდა:
– გომორძგუა თქვან, “ყვარია” ვარენო?
(“კაი გამარჯობა, “ყვავი” სახლშია?”)
– მი, სქუა? (“ვინა, შვილო?”) – ყურთან მიიტანა ხელი მოხუცმა.
– კალისტრატოვიჩ ვარენო უდეს? (“კალისტრატოვიჩი არაა სახლში?”) – “გამოასწორა” შეცდომა მაცნემ.
არ არის სახლში და როცა მოვა, რამე ხომ არ გადავცეო, ჰკითხა მოხუცმა.
– “ყვარია” ქუმურსუნ, გეგნომჩით ნამდა, “შოშია” რდუშო მოულირ დო საბატონს “წეროშ” ბოშიშ კამპანიაშა რე დაპეჟებულ ოჯახით (“ყვარია” როცა მოვა, გადაეცით, “შოშია” იყო მოსული და “წერო” ეპატიჟება თავისი ბიჭის ქორწილში შაბათს”), – დაიბარა მაცნემ და წავიდა.
საღამოს, “ყვარია” როცა დაბრუნდა, მის მოხუც დედას მეტსახელები აერია, ცოტა ხანს იფიქრა და ბოლოს შვილს ეუბნება, “შოშია” იყო მოსული და შაბათს, მგონი, ჩხიკვთა ქორწილში ხარ დაპატიჟებულიო…”
კომენტარები