მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“უტრანსპორტობამ ახალგაზრდა მოღალატე ტაქსისტის მსოფლხედვას დამაჯახა იძულებით:
-ვინც აიცრა, ყველა ცუდადაა, – თქვა მან.
-ჰო, ეგრეა, – ვუპასუხე მე, – მაგრამ ვინც არ აიცრა, ის მოკვდა.
სიმწრისგან გაზს მიაწვა და არასწორად გაასწრო წინ მიმავალ „მაზდას“.
-იცოდით, ჩვენთან რომ ფაიზერი შემოდის, მექსიკური პატენტი ყოფილა. – თემას არ ეშვებოდა. – უფრო მეტიც, ამერიკაში რა „ფაიზერიც“ შედის, ისიც მექსიკურია.
-ეგ ვიცოდი, – თავი დავუქნიე, – უფრო სწორად პუერტო-რიკულია.
-მართლა?
-კი.
-მერე?
-ამიტომაც სინოფარმით ავიცერი.
-ეგ კარგია?
-ორი სინოფარმი არსებობს: ვიეტნამური პატენტი და ნამდვილი ჩინური. ნამდვილი ჩინური კარგია.
-როგორ უნდა მივხვდე?
-ახლა შემოიტანეს, ორი კვირა იქნება, მიდი სანამ დროა.
-ჰო, იცი, ჩემი შეყვარებული აიცრა და მე მითხრა, სანამ შენც არ აიცრები, მანამდე გააჯვიო.
-მერე?
-მერე რა – გაჯმული მაქვს.
აქ „მაზდამ“ გაგვასწრო, კინაღამ აყირავდა, ეტყობა იქ უარესი რაზბორკა მიდიოდა.
-მოგწონს გაჯმულობა? – დავინტერესდი.
-არც ისე.
-ჰოდა, იცი, ვინ არ იცრება?
-ვინ?
-თალიბანი.
ავტომობილიდან გადასული ვიყავი, მომაძახა:
-დარეგისტრირების საიტი მიკარნახე რა.”
კომენტარები