“მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
ჩემი შვილები დღეს დილით სკოლაში წავიდნენ და ბედნიერები მობრუნდნენ უკან.
სკოლაში ყველა და ყველაფერი აცრილია,
ყველას და ყველაფერს პირბადე უკეთია,
მერხებს შორის დაცულია დისტანცია,
ბავშვები შესვენებაზე ეურთიერთებიან მხოლოდ საკუთარ კლასელებს,
ყველაფერი დღეში რამდენჯერმე დეზინფიცირდება,
კვირაში ერთხელ ყველა ბავშვი გადის ტესტირებას,
კლასში უმცირეს სურდოზეც კი მთელი კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე
მშობელბი არ დაიშვებიან სკოლის ტერიტორიაზე,
ბავშვებს ეკრძალებათ სკოლაში მოსვლა, თუ ოჯახის რომელიმე წევრს სურდო მაინც აქვთ.
British International School of Tbilisi დიდი მადლობა, რომ ასეთები ხართ.
ეს სკოლა ფასიანია და მე მაქვს შესაძლებლობა, შვილებს აქ ვასწავლო.
და რა ქნან ბავშვებმა, ვის მამებს და დედებს ამის შესაძლებლობა არა აქვთ? როგორ მიიღონ განათლება? როგორ განვითარდნენ? როგორ იყვნენ ბედნიერები თანატოლებთან ურთიერთობით? და იმ ბავშვებმა საერთოდ რაღა ქნან, ვისაც ონლაინ სწავლების შესაძლებლობაც კი არ აქვს?!!!! რას უშვრებით ამ ქვეყნის მომავალს?!!! საქართველოს მთავრობა
კომენტარები