თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას დედა გარდაეცვალა. მისი მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
„ირაკლის დედა გარდაიცვალა. შაბათს 2-ზე დავკრძალავთ. ჩემი შვილების ერთადერთი, ერთგულად რომ ცოცხლობდა აქამდე, ბებოც წავიდა.
ნიკუშას დახვდა დაძინებული. ძალიან კარგი ექიმი, კინოგმირივით ღირსეული ქალი, საოცარი თვისებების, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო და რა უცნაური რამეა, რომ შვილიშვილებისთვის მაინც ისაა ხოლმე მთავარი, რომ ბებოები დედაზე გემრიელ კარტოფილს წვავენ.
ნიკუშას ერთ-ერთი საყვარელი იუმორისტული ხაზი სადილის მერე დოდოსთან დარეკვა და თქმა იყო, როგორ ცუდად გამოვკვებე და როგორ შეცდა და ნანობს, რომ მასთან მისვლა ვერ მოახერხეს“
კომენტარები