უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ჯამბულ ხოფერია მოკლეს.
ჯამბულ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია, წერს:
“ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში..
ვფიქრობდი დროშა რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამყრობლებთან ბრძოლაში საიმედო ხელში იყო მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა ..
ჩვენ ვერ გაგვტეხენ .. ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით როგორც ჩვენ გვეკადრება..
მტრებს ყველაფერი წინ ააქვთ ..
და მე როცა აღარ ვიქნები ჩვენი საქმე ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ..
მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია.”
კომენტარები