რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში, თავდამსხმელს დაახლოებით 15 და მეტი მძევალი ჰყავს აყვანილი.
ადგილზე შეკრებულნი არიან მძევლების მშობლები და ახლობლები.
“რუსთავი-2”-ის კორესპოდენტის თქმით, ეს ყვარელში ერთადერთი ფილიალია და ის ყოველთვის სავსეა ხალხით.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორმა ადამიანმა ბანკიდან გაქცევა მოახერხა.
“ფანჯრიდან გადმოხტნენ” – ჰყვება ერთ-ერთი მძევლის მამა.
კომენტარები