ექსპრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. რომელ პარტიას უკავშირდება მისი გეგმები, ვანო მერაბიშვილი აშნიშნავს, რომ მთლიან ოპოზიციასთან ერთად აპირებს ბრძოლას, თუმცა პარტია დღეს არ დაუსახელებია.
„ჩემი უახლოესი მეგობრები, მათ შორის თანაპარტიელები და თანამებრძოლები ჩემდა სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან – როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში. მე რა თქმა უნდა ყველა მათგანს შევხვდები მათ აზრს გავეცნობი, გავიზიარებ და თუ საჭირო გახდება, მივიღებ გადაწყვეტილებას, როდესაც დასკვნებს გავაკეთებ.
მის წინააღმდეგ საქმეების წარმოებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ კი ვანო მერაბიშვილმა განაცხადა:
„კიდევ შეუძლიათ აღძრან ახალი საქმე, მე ეს ვერ გამტეხავს და ყველას გაძლევთ გარანტიას, გავიმარჯვებთ და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი“.
„ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიყავი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში, კმაყოფილი არ იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა ჩემი საკუთარი თავის წინაშე“, – ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.
კომენტარები