ჟურნალისტი, ნინო სტურუა:
“ჩემი თვალით ნანახი ამბავი.
პეკინზე ახალგაზრდა წყვილი მოდიოდა.
ქართველები.
ხელში უამრავი, ერთი ბეწო, მუყაოს სასაჩუქრე ბორდოსფერი პარკები ეჭირათ.
ხოდა, აი ქუჩაში რომ ბებო-ბაბუები სხედან და ზოგი რა ძველმანს ყიდის, ზოგიც რას, იმათ ურიგებდნენ ასე მშვიდად და ღიმილით.
თითო პარკში რამდენიმე კამფეტი დაააა
50 ლარიანი იდო!!!
აი წარმოდგენაც კი ძნელია, რა რეაქცია ჰქონდათ ბებო-ბაბუებს, ტკბილეულის გარდა იმ პარკში ფულსაც რომ პოულობდნენ
ერთი ორმა იტირა კიდეც….
ხომ კეთილი ამბავია არა, მაგრამ მაშინ მეც რატომ მეტირება….”
კომენტარები