ექიმი, ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
ამ ლინკზე გადასვლით, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ვიდეო პრეზენტაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავუზიარე ერთი თვის წინ ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციას სწორედ შიდა, სამეცნიერო წრეში საკითხის განსახილველად.
თუმცა რამოდენიმე წევრის გარდა, რომლებიც ადრეც აყენებდნენ ამ საკითხების განხილვის აუცილებლობის საკითხს, დიდი ენთუზიაზმი წევრების უმეტესობისაგან არ გამოვლინდა და განხილვა არ შემდგარა.
არ შეჩერებულა მათ მიერ, თავიანთი პოზიციის მუდმივი დაფიქსირება თავიანთ ფეისბუკ გვერდებზე, პირიქით გააქტიურდა და ირიბად, ინკოგნიტოდ პასუხობდნენ ჩემს მიერ წამოჭრილ კითხვებს და დროგამოშვებით ინკოგნიტოდ მსუბუქად მკიცხავდნენ. ასე, რომ სამეცნიერო წრეში დისკუსია არ შედგა, ოღონდ ამის მიზეზი მე არ ვყოფილვარ.
ისევ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ამ ორგანიზაციის მიმართ და მისი წევრების მიმართ და ჩემი წამოსვლა არ ყოფილა პროტესტის გამოხატულება, პირიქით გულიც მწყდება, უბრალოდ ჩემს თავსაც და მათაც მივეცი მოქმედების თავისუფლება. ხოლო სხვა უწყებებში ან საზოგადოებებში, ამ დისკუსიის მოწყობა ალბათ ხვდებით, რომ სრულიად შეუძლებელი იყო, რადგან დაყოფილია სამწუხაროდ ჩვენი სამეცნიერო საზოგადოება და დაპირისპირებულია და ერთ ოთახში შეკრებაც კი სახიფათოა ზოგ შემთხვევაში.
ასე, რომ ვაზიარებ ჩემი ერთი თვის წინანდელი პრეზენტაციის ლინკს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროცესები დინამიურად იცვლება და გარკვეული საკითხები და მონაცემები 1 თვიანი სიძველისაა. პრეზენტაციაში ვეხებით ბევრ სხვა საინტერესო საკითხებსაც, გარდა იმისა რაც უკვე დავწერეთ ფბ გვერდზე. მომიტევეთ, რომ პრეზენტაცია არის გრძელი, თუმცა საკითხები იმდენია, რომ შეუძლებელია მოკლედ საუბარი.
ვიდეოს ლინკი:
https://player.d.tube/ipfs/QmdqS97CLcgaVufKVb5yEvYByeRybGVtHu28fzyKnbCwsg
კომენტარები