მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორი ახალი დაპატიმრების ორდერი გასცა – რუსეთის შორეული ავიაციის ხელმძღვანელზე, სერგეი კობილაშზე, რომელიც 2008 წელს გვბომბავდა, მაშინ ჩვენმა არმიამ ჩამოაგდო, რომელიც ტყვეთა გაცვლით დავუბრუნეთ რუსეთს და შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ საკალოვზე. მანამდე, შარშან მარტში გაიცა დაპატიმრების ორდერები პუტინზე და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენზე.
მინდა შეგახსენოთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ოლიგარქის მთავრობას ძალიან სურდა, რომ ჰააგის სასამართლოს მე და ქართველი სამხედროები დავედანაშაულებინეთ 2008 წლის ომში, სასამართლომ გამოაცხადა, რომ ქართული მხარე სრულიად უდანაშაულო იყო და პირიქით, პირველად ისტორიაში, 3 რუს გენერალზე გასცა დაპატიმრების ორდერი.
მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი ერთ-ერთი თანამებრძოლი ხელმძღვანელობს უკრაინის გენერალური პროკურატურის ჰააგის ტრიბუნალთან ურთიერთობის ჯგუფს.
ასევე მიხარია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩემი თანაშემწე, კრივონოსი წარმატებულად ხელმძღვანელობს უკრაინის ნაციონალურ ანტი-კორუფციულ ბიუროს და უამრავი ძალიან გავლენიანი, მათ შორის, რუსეთთან კავშირის მქონე კორუფციონერი და ოლიგარქი მისცა პასუხისმგებლობაში.
ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში და მეც ვიბრძვი ჩემი რუსული ტყვეობიდან და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში.”
კომენტარები