ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რეალობას ფხიზელი თვალით, რომ ვაკვირდები ნამდვილ ბანდიტებთან გვაქვს საქმე! ცხარე ცრემლით ჩუმჩუმად ტირიან პატიმრები ისე ენატრებათ მშობლები, მეუღლეები, შვილები, მაგრამ
ამ ადმინისტრაციასთან და მთავრობასთან შეკრული მაყურებლების შიშით ხმას ვერ იღებენ. კანონისმიერ პროტესტსაც ვერ ბედავენ. გასაოცარი არ არის? გადაკეტილები 9 თვე და როდემდე იქნებიან კაცმა არ იცის, შიმშილობაც კი ვერ გაბედა ვერცერთმა, მაყურებლების ტერორი რომ არა კედელზე იქნებოდნენ გაკრულნი. იმ მაყურებლებს კი აძლევენ სრულ თავისუფლებას და ფეხზე არ ჰკიდია ,, უსახელო” პატიმარი? თავად უსახელოს და უსახურს!
ნაციონალებს გაუბედეს პროტესტი და ააყირავეს კიდეც, ამათ ვერა! ესენი ყოფილან მართლა კრიმინალები და ნამდვილი მაფიოზები! მართლა ცუდათაა საქმე და იღუპება ქვეყანა. კორონა არ შევიდეს ციხეში, თანამშრომლები მერამდენე თვეა პატიმრიბაში ჰყავთ, ხმას ვერ იღებს ვერცერთი, თუ ვინმემ კომანტარი მაინც გაბედა სამსახურიდან უშვებენ.
ეს არის პირწმინდა კრიმინალური მმართველობა! სულ ცოტა დროც გავა და ყველაფერს ფარდა აეხდება!
ადამიანი არ დარჩა ქვეყანაში, რომელიც რაღაცას არ აპროტესტებდეს და პატიმრები, რომელთაც დარჩენილი სასიცოცხლო უფლებებიც კი შეუზღუდული აქვთ უვადოდ არიან ასე ბედნიერად?
ევროპის ქვეყნებიც რომ გაკვირვებულნი არიან, მაფიოზურმა ქვეყნებმა და ტერორისტუმა ვერ გააჩუმეს პანდემიის დროს პატიმრები, როგორც ამათმა, ესენი ყოფილან ვინც ყოფილან!
ჩვენს მთავრობას მათი მომაკვდინებელი სიჩუმე ასეთ დროს, რამაც მსოფლიოს ყურადღებაც კი მიიპყრო კარგი ჰგონია და იმდენს ვერ ხვდებიან, რომ საჩვენებლად მაინც მიეცათ რომელიმე პატიმრისთვის უფლება პროტესტისა.
P.S. ჩემნაირი მეოცნებე მეორე არ იყო ამ ქვეყნად მთელი 8 წლის მანძილზე, მაგრამ რეალობამ მართლა შემაშინა!”
კომენტარები