უფლებადამცველი ბაია პატარაია:
„ჩემი დღის, კვირის, თვის, წელიწადის და დეკადის მთავარი ამბავი არის ეს:
კითხვა: “რა არის სამშობლო შენთვის?” 14 წლის მტირალი ბიჭის პასუხი: “ჩემნაირი მშიერების ქვეყანა. ალბათ რამდენი ბაღანაა ჩემსავით მშიერი…”
ჩემი სამშობლო მშიერი ბავშვების ქვეყანაა და ის ერთ მილიარდერს აქვს შემოღობილი კერძო საკუთრებად, სადაც მხოლოდ მისი ახლობლები მდიდრდებიან, ხალხი კი შიმშილობს.
ვინც ქურდები და მამაძაღლები არ ვართ, ვერც ერთიანობა გვიპოვნია და ვერც რამე სხვა გზა, რომ წურბელები მოვაშოროთ ქვეყნის მართვას. ბევრნი ვართ, მაგრამ ჩვენი სიმრავლე ჯერ ვერ ვაქციეთ ძალად და ძალაუფლებად. ესეთიცაა ჩემი სამშობლო.
პ.ს. ვიდეოს არ ვდებ, მაინც ბავშვია, მაგრამ ჩემთვის შევინახე, რომ ზოგჯერ ვნახო და არასდროს დამავიწყდეს.“
კომენტარები