ჟურნალისტი შორენა მირცხულავა, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებაზე :
“წავიდა ბექასთან!!!
ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო!!! უმწეოთა და ობოლთა დამპურებელო ირაკლი ხახუბია!!!”
შეგახსენებთ, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში დილით გარდაცვლილი ნახეს. იარაღიდან გასროლის ხმა მისმა მეუღლემ გაიგო. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
წინასწარი ცნობით, ახლობლები მომხდარს დეპუტატის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირებენ, მას შემდეგ რაც 2017 წლის მაისში, ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. მას პოლიციამ გზა გადაუკეტა, ირაკლი ხახუბიას შვილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
კომენტარები