გერმანელმა სამართალდამცველებმა 29 წლის ქართველი ქალი ქვეყანაში არ შეუშვეს და საზღვრიდან გამოაბრუნეს. შემთხვევა ორშაბათს მოხდა – აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა sueddeutsche.de ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქალის მიუნხენში ჩასვლის მიზეზი ექიმთან ვიზიტი და მკურნალობა იყო, თუმცა მის ჩემოდანში არსებული ბარგი ამ მიზეზს ვერ ამყარებდა.
კერძოდ, ჩემოდანში დაცვამ აღმოაჩინა დიდი რაოდენობით საცვლები, საიდანაც გამოიტანეს დასკვნა, რომ გოგოს გერმანიაში ვიზიტის მიზეზი შეიძლებოდა პროსტიტუცია ყოფილიყო. როგორც აღმოჩნდა, კლინიკის დასტური ექიმთან ვიზიტის შესახებ, რომელიც გოგონამ აეროპორტში წარადგინა, ყალბი იყო.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები