მსახიობი ნანა ბუთხუზი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი არასრულწლოვანი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, შვილი წინა საახალწლოდ დააჯარიმეს, ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობის გამო! ჯარიმა 20₾ , 2018 წელს 5₾ იყო!
( ის კიდევ ცალკე ამბავია, როგორც დააჯარიმეს, მაგრამ არ შევეხები, შორს წაგვიყვანს არაადამიანური მოპყრობის კუთხით! )
ჯარიმა 20ლ , მე, მისმა კანონიერმა მშობელმა, მეორე დღესვე გადავიხადე, 2022 წლის 29 დეკემბერს!
გუშინ, 2023 წლის 4 აპრილს, ჩემს არასრულწლოვან შვილს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, აღსრულების ბიურომ დაუყადაღა ანგარიში, ჯარიმის გადაუხდელობის გამო და დააკისრა 80ლ გადახდა!
ბანკიდან დაწყებული ყველა უწყებაში დავრეკე! ნამდვილი”ცისფერი მთები და ტიანშანია”! კანტორები! ბოდვა! სიგიჟე!
შვილმა მკითხა- რა ხდება, დედა?!
ვპასუხობ- გილოცავ! ეს საქართველოა!
დღე მშვიდობისა “გრუზია”!
თქვენ მოიპოვეთ ბავშვთა ჩაგვრისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის უფლება გამყარებული მილიარდებით!
წარმატებები!“
კომენტარები