პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა:
„ამათი პროპაგანდა, ამათი მიდგომები, მუხტი ერთი და იგივეა ყოველი არჩევნების წინ. 2024-ზე აქვთ სწორება, სავარაუდოდ, ჩემს ხაბეს, ჭიჭე ვაშაძეს, რუსული ფულით რომ ფინანსდება წლების განმავლობაში და აღიარეს ეს – ლიაკას და გიჟ ჯაფარას. ამათ ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი მხარს დაუჭერთ?! რაც არ უნდა დირიჟორობა გაუწიოს ბატონმა გვარამიამ, გამორიცხულია. მათ ჰქონდათ უამრავი მცდელობა, არ გამოუვიდათ, რადგან ქართველი ხალხი აცნობიერებს ვის რა ინტერესი აქვს“, – აღნიშნა ზარქუამ.
ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჯერ შოლცმა, დღეს – მიშელმა გასაგებად თქვეს: ევროკავშირი არის ლისაბონიდან თბილისამდე და 2030 წლამდე გაფართოების ეს ეტაპი დასრულდება. ასე რომ, სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ (და, დარწმუნებული ვარ, ვერ მივიღებთ ქართული ოცნების დიდი მეცადინეობის შედეგად), არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება. დაიხურება ქართული ოცნება და მისი ხელისუფლება, ხოლო საქართველოს ევროკავშირში 2024 წელს არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს“.
კომენტარები