იუმორისტი, მსახიობი ნიკა ქავთარაძე ,,იმედიდან” თანამშრომლების წამოსვლაზე:
“TV იმედი” -დან წამოსული სამი ადამიანი ძალიან დიდი ხანია ჩემი აქაურიც და ისეც “ფრენდია”. ჩემს მიმართ რამე უსამართლობას როცა ჩადიოდა ეგ საშინელი არხი, მაგათ ვთაგავდი ხოლმე. აქციებზეც არაერთხელ მინახავს მინინუმ 2 მაგათგან.
ხოდა, მიუხედავად იმისა, რომ გადადგეს ეს ნაბიჯი, ახლა თუ რამე გახდის ამ
მართლა რთულ გადაწყვეტილებას ნამდვილად ღირებულს, მათი ღია და ცხადი პოზიცია იქნება – “რატომ წამოვედი იმედიდან”
P.S. მეგობრებო, სისტემა ბრაზიანია ყოფილ “თავისიანებთან” მიმართებაში. ამიტომ ამ ადამიანებს დახმარება დასჭირდებათ. ბედის ირონიაა, რომ სწორედ იმათი დახმარება დასჭირდებათ, ვისაც ამ წუთებშიც კი ქვეყნის მტრებად და აგენტებად აცხადებს მათი სამსახური – ყოფილი.
P.P.S. მადლობა ამ ნაბიჯისთვის.”
კომენტარები