მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერსა და ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა გამოეხმაურა.
„იყო შემთხვევა, როცა ჩემს შვილებსაც შეეხნენ. გადავირიე, ეს ტიპი მოვძებნე, ვიპოვე. აღმოჩნდა შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტი ბიჭი. არავინ ჩამირევია და მოვთხოვე პასუხი.
ჯერ ძალიან გაუკვირდა და იყო შეშინებული, ძალიან არაადეკვატური ვიყავი და მითხრა, რამდენი ჩემნაირიც დაწერს კომენტარს, ყველას უნდა გამოეკიდოო?! მაშინ მივხვდი, რომ იმიტომ წერენ ასეთ კომენტარებს, იქნებ როგორმე რამე რეაქცია გამოიწვიონ, შენიშონ და ხმა გაგაგონონ. თავიანთ გაუბედურებულ ეგოს ასე იკმაყოფილებენ.
რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, არ აქვს მნიშვნელობა სად და რამდენი წლის იყავი, ვფიქრობ, რომ ქალიც და კაციც, რამდენი წლისაც უნდა იყოს, შემდგარია. რასაც გააკეთებ 15 წლის ასაკში, იგივეს გააკეთებ 25 წლის ასაკში, ან შეიძლება უფრო დაამძიმო.
ის ჩანაწერი სულაც არ იყო ნორმალური და ადეკვატური, შეეგუე იმას, რომ თუ გინდა იყო ცნობადი, ამ ქვეყანაზე ყოველთვის იქნება ვინმე, ვისაც არ მოეწონები. კი უსამართლოა, მაგრამ ასე ხდება.
მესმის, რომ კაცისთვისაც და ქალისთვისაც დედის გინება მძიმე მოსასმენია და სისხლი დუღს, გინდა რომ პასუხი მოსთხოვო, მეც მქონია ეგეთი შემთხვევა, მაგრამ პასუხი შენ უნდა მოსთხოვო, ვისაც გაგინეს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენეს, ვისაც აგიდუღდა სისხლი, თორემ სპეცრაზმი თუ ჩარიე და ტომ კრუზი გამოიძახე, რა ვიცი… 15 წლის ასაკში, თუ სპეცრაზმს იძახებდი, მერე რა შეგიშლის ხელს? მით უმეტეს თუ მეტი ძალაუფლება გაქვს.”
კომენტარები