კონსერვატიული მოძრაობა/ალტ–ინფოს ერთ–ერთი ლიდერი, კოკა მორგოშია, მედიათი გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ მასა და ზურაბ მახარაძეს შორის, ფულის გამო მოხდა დაპირისპირება აბსურდს და ტყუილს უწოდებს და “ალიასთან” ამბობს:
“ჩემსა და ზურაბ მახარაძეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ბუნებაში არ არსებობს ჩვენ შორის დაპირისპირების მიზეზი. ზურაბ მახარაძე იყო პარტიის თავმჯდომარე და მას საერთოდ არ ჰქონია ფულთან შეხება. რაც შეეხება იქ ნახსენებ ვინმე ბესედას, საერთოდ არ ვიცი ვინაა და რასაკვირველია, არც მაგასთან გვქონია არანაირი ტიპის ურთიერთობა. ზურაბ მახარაძე აღარ არის პარტიის თავმჯდომარე, რადგან მასთან დაკავშირებით გვაქვს სხვა გეგმები. ჩვენ პარტიას არ ჰყავს ბელადები, ყველა ჩვენი წევრი ჩვენთვის ძვირფასია, ასე რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, პარტიის რომელი წევრი იქნება თავმჯდომარე, რადგან ჩვენი პარტია გადაწყვეტილებებს არ იღებს ერთპიროვნულად – ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ყველანი ერთად.”
კომენტარები