პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია:
“ჩემთვის დიდი პატივია, რაღაცნაირად მხრებში გავიმართე, ოცნება და მათი ხალხი ჩემზე რომ მრავლობითში საუბრობს, კიევში წავიდნენო:-) მაგრამ კიევში 24 თებერვლის საორგანიზაციო ჯგუფის სახელით ვარ მხოლობითში, ანუ ერთი ცალი მე, ვაგრძელებ რა მხოლობითში არსებობას და ჩემ თავს მრავლობითში არ აღვიქვამ:-) არც იმხელა წარმოდგენის ვარ ჩემზე, რომ მეგონოს 24 თებერვალს ან შარშან ან წელს ჩემ მხოლობით თავთან მოდის ხალხი.
ორგანიზატორთა ასზე მეტი ადამიანი ადგილზეა და გეგმა საერთო და შეთანხმებული.
ხვალ 24 თებერვალს რუსთაველზე 19.00!”
კომენტარები