„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოს გამარჯვება ერთიანობაში, ერთად დგომაშია და გარკვეულმა პარტიულმა, რადიკალურმა განცხადებებმა ერთობა არ უნდა დააზიანოს.
ვაშაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, არამედ მთავარია ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ყველამ ერთად უნდა დაიწყოს საქართველოში.
„პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას, რადგან გამარჯვება სწორედ არის ერთიანობაში, ძალა არის ერთიანობაში. ჩვენ მტერს ყველაზე მეტად აშინებს ჩვენი ერთიანობა. მე ვსაუბრობ, როგორც ძალა ერთობაშიას, როგორც ერთიანი ბლოკის ერთიანობაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, თუ კიდევ უფრო გაფართოვდება და მეტი პოლიტიკური ჯგუფი შემოუერთდება. ასევე ვსაუბრობ ოპოზიციის თანამშრომლობაზე, იქნება ეს მაჟორიტარული ოლქების კუთხით, არჩევნების გაყალბების კუთხით, რადგან 8 მარტს რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ სწორედ ოპოზიციის ერთიანობით.
2018 წელს, როცა ჩვენ არჩევნების პირველ ტურში გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ სწორედ ერთიანი ძალისხმევით, გაერთიანების იდეით. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვამბობ, რომ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი კულუარული გადაწყვეტილებების და ყოველთვის მომხრე ვიყავი საჯაროობის აბსოლუტურად ყველა საკითხთან მიმართებაში.
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას და პოზიციას, ჩემთვის პირადად, – სტრაგეგია აღმანეშებლის გუნდისთვის, მთავარია ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად საქართველოში, რომ ამ უზარმაზრი პრობლემებიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა“,- განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ პრემიერობის საკითხს, ვაშაძე ამბობს, რომ რადიკალური განცხადებები მისთვის გასაკვირი იყო.
„რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, გულწრფელად გეტყვით, გუშინ ძალიან გამიკვირდა რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ რადიკალური განცხადებები. მე, ხალხნო, ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე, ეს იყო გარკვეული მოსაზრებები ადამიანების, რომლებმაც გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხე მინდა, ყველას ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერც ერთ შემთხვევაში დისონანსს, თუნდაც ასეთი განცხადებები ვერ შეიტანს ერთობაში, რადგან საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, ძალაში, რომელიც უნდა გავაერთიანოთ და ერთიანი გზით წავიდეთ“,- აღნიშნა ვაშაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალა ერთობაშია, პოლიტიკურ ბლოკს აუცილებლად უნდა ყავდეს პრემიერობის კანდიდატი.
„და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც, რადგან ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებსაც მათ შორის“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კომენტარები