”ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის’’ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, კომენტარს აკეთებს გიგი უგულავას დაპატიმრებაზე, ის აგრეთვე ხაზს უსვამს გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე, რომლის მიხედვით ბრძოლას განაგრძობენ ივანიშვილისა და მმართველი ხელისუფლების წინააღმდეგ. კონსულტაციები კი ლეიბორისტული პარტიის ოფისში სისტემატიურად გაგრძელდება.
‘’ჩემთვის, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსისთვის სრულიად ნათელია, გუშინ უგულავა დააპატიმრეს ორი რამის გამო, მასში დაინახეს ლიდერის პოტენციალი და მეორე, აყირავებულიყო მოლაპარაკების მაგიდა.
ხელისუფლებამ, რომელიც აგრძელებს მოსმენას და თვალთვალს, იცოდა, რომ დიპლომატიურ კორპუსს ჰქონდა მოსაზრებები, რომელსაც ჩვენ, ოპოზიცია დავეთანხმეთ და ჩვენთვისაც მისაღები იყო, გამორიცხავდა ეს ვარიანტი კრიზისებს და იყო ბევრად უფრო ახლოს პროპორციულ სისტემასთან. მათ შორის, ერთერთი ვარიანტი იყო 130/20-ზე.’’ – განცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, მმართველმა ხელისფულებას არ გაუვა ის ქმდება რაც გიგი უგულავას მიმართ მოიმოქმედეს, ოპოზცია განგრძოვს ბრძოლას და ქართველი საზოგადოება ყვეაფერს გგანაზლიზებს.
‘’აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას გაუჭირდებოდა ძალიან ამაზე უარის თქმა და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენ ჩავეყენებინეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ან იგნორირება უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ მაგიდიდან აგვაცალეს პრაქტიკულად ადამიანი, ვინც გვერდით გვეჯდა მოლაპარაკებების დროს, ან ამ ფორმატით გაგრძელებაზე გვეთქვა უარი.
არ გაუვა ასეთი ტრიუკები ხელისუფლებას, როგორც უყვარს ხელისუფლების ხელმძღვანელს ამ სიტყვების გამოყენება, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თუნდაც ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილნი ნაციონალური მოძრაობის მიმართ და ბევრი ვერ მაჯობებს ამაში – ანალიზს გააკეთებენ და მიხვდებიან იმას, როცა 2020 წელს იჭერენ ადამიანს მესამედ, რომელიც 2012 წელს იყო ხელისუფლებაში და ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც უკვე რვა წელია ხელისუფლებაშია, ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ამ სახლში, ამ კარში, აქ, სხვა ქუჩაზე ყველგან შეიძლება დააკაკუნოს უბედურობა, ეს განვითავისოთ ”
კომენტარები