ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი ამბობს, რომ თბილისში გამართული ძალადობრივი აქციების შედეგებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ის ვერც საპატრიარქოს პასუხისმგებლობას ხედავს.
მისი თქმით, წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები პროვოკაციებს გეგმავდნენ, თუმცა არა უშუალოდ პრაიდის წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი.
“ერთ რამეს გეტყვით ახლა – ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ ის ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ, მათ უკან ვინც იდგა რა, უშუალოდ თაბაგარზე არ ვლაპარაკობ, მათ უკან ვინც იდგა და აძალებდნენ არ გადაეტანათ, მაგის პროვოცირებებს რომ აპირებდნენ ვიცოდი”,– ამბობს მეუფე იაკობი.
კომენტარები