ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის გამონათქვამს ეხმაურება:
“- დაზარალებული ეკონომიკა ოპოზიციას აწყობს!
თამარ ჩერგოლეიშვილის ერთის შეხედვით ეს იდიოტური ფრაზა საკმაოდ დამაფიქრებელია.
დამაფიქრებელია არა იმიტომ, რომ ამ ფრაზით ქალბატონმა თამარმა ნათლად დაგვანახა ე.წ. ოპოზიციის ნამდვილი სახე და ვნებები. ის, რომ მათთვის უმთავრესია ხელისუფლებაში მოსვლა და ამისთვის მზად არიან ველანაირ საშინელებაზე წავიდნენ (მითუმეტეს რომ ეს ყველაფერი ვიცოდით), ამ ფრაზით გვაჩვენა ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაში გამეფებულია. გვაჩვენა ის “ნარუშილოვკა”, რაც ამ ე.წ. ოპოზიციონერებს მიღებული აქვთ.
შეგიძლია ბიუჯეტიდან მოიპარო 50 მილიონი და შენ არა თაღლითად, არამედ პლიტპატიმრად შეგრაცხავენ.
შეგიძლია ჩაიდინო უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული, გაიქცე ქვეყნიდან და შენ ისევ პოლიტიკური ლიდერი იქნები.
შეგიძლია განაცხადო, რომ “დაზარალებული ეკონომიკა ოპოზიციას გვაწყობს” და შენ არა საბოტაჟის და დივერსიის მომწყობი, არამედ ოპოზიციური სპექტრის მაღალი ეშელონის წარმომადგენელად დარჩები.
უკაცრავად, მაგრამ ამ ყველაფრის ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებს სახელმწიფებრივი ნება სჭირდება. მე ჩემი კლავიატურით ამას ვერ მოვახერხებ.”
კომენტარები