თბილისში ჩინეთიდან მორიგი ავიარეისი ჩამოფრინდა. მგზავრთა თქმით, ისინი საქართველოს საზღვარზე კორონა ვირუსზე არავის შეუმოწმებიათ.მოქალაქეთა თქმით, ჩინეთში საგანგებო ზომებია მიღებული და შემოწმება მათ სწორედ ქვეყნის დატოვებისას გაიარეს.
“ჩინეთში ხალხი კონტროლის ქვეშაა. ადამიანებს აეროპორტებში ტემპერატურას უმოწმებენ. აქ არავის შევუმოწმებივართ. ზოგიერთი ქალაქი ეპიდემიის გამო ჩაკეტილიცაა”- აცხადებს საქართველოში ჩამოსული ჩინეთის მოქალაქე.
კომენტარები