ჩინელმა ექიმმა, რომელიც უხანში მუშაობდა, განაცხადა რომ ახალი მეთოდით 9 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
დონჩანგ ვუ ღეროვანი თერაპიის ექსპერტია. მისი თქმით, 9 ასაკოვან პაციენტს, რომლებიც COVID-19-ის მწვავე პნევმონიით საავადმყოფოში შეიყვანეს, ახალი მეთოდით წარმატებით უმკურნალა.
მან პაციენტის ჭიპიდან ემბრიონული, მეზენჰიმალური ღეროვანი უჯრედები აიღო და პირდაპირ ვენაში შეიყვანა.
ექიმ ვუს განცხადებით, პროცედურის შემდეგ პაციენტები მალევე გამოჯანმრთელდნენ.
”მკურნალობის ამ მეთოდს შეუძლია ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს, ასე რომ, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ შედეგებით.
დიახ, ეს არის განკურნება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ძალიან ადრეა და ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. უნდა დავამთავროთ კლინიკური კვლევები იმის დასადასტურებლად, არის თუ არა ღეროვანი უჯრედების თერაპია უსაფრთხო და ეფექტური ახალი კოროვირუსული პნევმონიის სამკურნალოდ.” – განაცხადა ექიმმა ვუმ Daily Mail-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ღეროვან უჯრედებს, რომლებსაც ხშირად სიცოცხლის სამშენებლო ბლოკს უწოდებენ, აქვთ უჯრედების სხვადასხვა ტიპებში გადაქცევის უნარი. მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ დაზიანებული ქსოვილის აღდგენას.
მეცნიერებს შეუძლიათ ღეროვანი უჯრედები აიღონ ზრდასრული ქსოვილისგან, მაგალითად, ძვლის ტვინისგან, მაგრამ ყველაზე საკამათო ტიპია ემბრიონის ღეროვანი უჯრედები.
კომენტარები