ჩინეთი ისრაელში ელჩის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად გამომძიებელთა ჯგუფს გაგზავნის. ინფორმაციას Haaretz-ი ავრცელებს.
დუ ვეი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექიმების დასკვნით, 58 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.
საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც შეთანხმების მიხედვით კარანტინის გავლა არ მოუწევს, ცხედრის სამშობლოში გადასვენებაზე იზრუნებს, შიდა გამოძიებას ჩაატარებს და კოორდინირებას გაუწევს საელჩოს მუშაობას.
ისრაელში ჩინეთის ელჩმა თავისი მოღვაწეობა 2 თვის წინ დაიწყო.
კომენტარები