ჩინეთმა რუსეთისთვის სამხედრო და ფინანსურ დახმარების სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას რამდენიმე ამერიკული გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიიც ცნობით, აშშ-მ ინფორმაცია უკვე მიაწოდა მოკავშირეებს ევროპასა და აზიაში, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის დახმარებაზეა საუბარი.
დღის მანძილზე, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობაში დახმარება სთხოვა, თუმცა, დახმარების თხოვნასაც კი უარჰყოფდა ერთი მხარეც და მეორეც.
შეგახსენებთ იმასაც, რომ, დღეს აშშ-სა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დეტალები უცნობია, ამ ეტაპზე.
მოგვიანებით, BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პენტაგონის წარმომადგენელს არ დაუდასტურებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთის დასახმარებლად მზადაა. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ჩინეთისთვის შედეგები დადგება.
კომენტარები