დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ, კახეთში, ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ ქალს – აქვს სიცხე და ვირუსი.
გურჯაანის ტელევიზიის რეპორტაჟში საუბრობდა ბაკურციხის ოჯახის ექიმი, ლელა ბერიძიშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ ქალბატონს არ სჭირდება ინფექციურში გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ანამნეზში მას აქვს ჩინეთიდან ჩამოსვლა.
ასევე, ოჯახის ექიმი ამბობდა, რომ პაციენტის არ აქვს მწვავე რესპირაციული ვირუსი და ეს არის ჩვეულებრივი ვირუსი. პაციენტი არ იყო ლაბორატორიულად გამოკვლეული.
თუმცა, მალევე ამ სიუჟეტის გასვლიდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ პაცინეტს აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია, თუმცა რა ტიპის ვირუსია არ იციან და ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
არ გვპასუხობს ჯანდაცვის არც ერთი პიარი, მხოლოდ ერთმა გვიპასუხა, რომელმაც გვითხრა, რომ საგანგებო მდგომარეობაში უწევთ მუშაობა და ამიტომ ვერ გვიპასუხეს ორი დღის წინ გაგზავნილ კითხვებზე.
კითხვაზე – რა ხდება ბაკურციხეში – კითხვა შემოგვიბრუნა – საად? – მოგვწერეთ. მივწერე! – არაფერი ჯერ! სხვასაც მივწერე – არც იქედან არაფერი ჯერ.
შთაბეჭდილება შემექმნა რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მედიისგან გაიგო, ჩინეთიდან ჩამოსულ ქართველ გოგოს რომ სიცხე აქვს და ვირუსი.
ყოველ შემთხვევაში ფაქტია, სანამ მედიაში გავიდოდა სიუჟეტი, ოჯახის ექიმს ჰყავდა პაციენტი მიბარებული, არც ლაბორატორიულ კვლევებს აპირებდნენ, არც ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ!
სად მოათავსებენ პაციენტს – ჯერჯერობით ეგაც უცნობია.
ალია
კომენტარები