ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევაკუაციას დათანხმდნენ თურქეთში ჩაფრინდებიან და საკარანტინო პერიოდს იქვე გაივლიან – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
მისი თქმით, თურქეთიდან უკვე გაფრინდა თვითმფრინავი, რომელიც მოქალაქეებს წამოიყვანს.
ევაკუაციას ჩინეთში მყოფი საქართველოს 4 მოქალაქე დათანხმდა, ამასთან, სამინისტროს რამდენიმე ქართველი დაუკავშირდა, რომელიც ტურისტულად იმყოფებოდა ჩინეთი, ამიტომ მათ გამოსაყვანად მოლაპარაკებები გრძელდება.
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა. ამავე დროს, დაინფიცირებულთა რიცხვმა 9 692-ს მიაღწია.
კომენტარები