ჩინეთის ქალაქ კაშგარიდან ევროპაში საქართველოს რკინიგზის გავლით საქონლის კონტეინერებით ტრანსპორტირების შესახებ საპილოტე პროექტი შეიქმნა. ინფორმაციას სააგენტო Trend-ი აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია ADY Container-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „უკვე მომზადდა ციფრული პლატფორმის საცდელი ვერსია, რომელიც დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობას გაზრდის და ოპერაციებს ოპტიმიზაციას გაუწევს. სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს ამ სფეროში სპეციალიზებული კომპანია UNISER-ის მიერ შემუშავებული პლატფორმის დანერგვა.“
პროექტის მიხედვით, ჩინეთის ქალაქ კაშგარიდან ტვირთი ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რკინიგზით ევროპას მიეწოდება.
კომენტარები