ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“ჩინეთის საკითხზე ღლიცინი არ მოსულა. მშვენიერია და ამას დანახვა უნდა. ყოველ შემთხვევაში ბატონის ბატონთან პირდაპირ იკონტრაქტო უკეთესია. უფრო სერიოზულად კი – იდიოტობაა ახლა იმაზე საუბარი დასავლეთს უღალატეს და ჩინეთს მიეყიდნენ. მიყიდულები რომ ვართ, მიყიდვაც მაგას ჰქვია.
ჩინეთმა სულ ორიოდე წლის წინ ნახევარი ირანი იყიდა, ეგ ახსოვს ვინმეს?
საკმაოდ საინტერესოა პოლიტიკური კონტექსტითაც – მუდმივად ვიმეორებ, არ შეიძლება განასთან და საქართველოსთან ერთი და იმავე ჰაიდლაინით ურთიერთობა და იქნებ ამაზეც დაფიქრდეს ის, ვინც უნდა დაფიქრდეს.
ჰო, ვაჭრობას რაც შეეხება, ეს ბაზარი აქამდეც ღია იყო, მაგრამ განსაკუთრებით მეღვინეები რუსულს აწვებოდნენ. ამათ ხომ მაინც ვერ ისწავლეს ჭკუა და მეხუთე კოლონასაც საკმაოდ აძლიერებენ საკუთარი ფინანსური ინტერესებით. მოკლედ, ვიმეორებ, საკმაოდ საინტერესო სვლაა. ეკონომიკურად განსაკუთრებით, ჩვენისთანა ზარმაცი და ამჩემფეხება ერისთვის.”
კომენტარები