ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ პრეპარატი „აბიდოლი“ კორონავირუსის მკურნალობის წინასწარ გეგმაში ჩასვა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.
გარდა „აბიდოლისა“, ექსპერიმენტული მკურნალობისთვის რეკომენდებულია ხლოროხინი, ასევე რიბავირინი ინტერფერონთან ან ლოპინავირთან/რიტონავირთან კომბინაციაში.
ყველა ეს მედიკამენტი მოხსენიებულია კორონავირუსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეროვნული პროგრამის მეექვსე წინასწარ ვერსიაში, რომელიც ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ვებგვერდზე 19 თებერვალს გამოქვეყნდა.
წინა ვერსიაში, რომელიც 5 თებერვლიდან მოქმედებდა, ინტერფერონი, რიბავირინი და ლოპინავირი/რიტონავირი იყო მოხსენიებული. ასევე, წინა ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს მედიკამენტი დადასტურებული ეფექტურობით. განახლებულ ვერსიაში კი ეს ფრაზა ამოღებულია.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა.
კომენტარები