კონკურენციის საკითხებში ევროკომისარი, მარგარეტ ვესტაგერი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, კომპანიებში წილი უნდა შეისყიდოს, რათა პანდემიის პერიოდში, ჩინეთიდან მომავალი საფრთხე აიცილონ თავიდან.
„აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ დაუცველი კომპანიები შესაძლოა, ჩინეთმა გადაყლაპოს, – განაცხადა ვესტაგერმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირში უკვე მუშაობენ იმ ზომებზე, რომლებიც საშუალებას მისცეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არასათანადო კონკურენციის პირობებში, გარკვეული კომპანიები დაიცვას და მათი წილი შეისყიდოს.
„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ სახელმწიფოები ბაზრის მოთამაშეების მსგავსად მოიქცნენ, თუ ეს საჭიროა, რათა ზოგიერთი კომპანია დაცული იყოს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ შექმნილ მდგომაროებაში არსებობს რეალური რისკი, რომ დაუცველი ბიზნესი შეიძლება, ხელში ჩაიგდონ“, – განაცხადა ვესტაგერმა.
ევროკომისია შესაბამისი ინიციატივის წარდგენას ივნისში აპირებს, რის შემდეგაც ის ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
კომენტარები